შენ ხარ მასწავლებელი!
ყოველივე ამას შენ აუცილებლად შესძლებ!
იცოდე შენ ქვეყნის ხვალინდელ დღეს ქმნი!
1. ყოველი დღე ახლით დაიწყე. სიახლე წარმატებულს ხდის სკოლას და ახალისებს სასკოლო პროცესს.
2. ეცადე, ყოველ კვირას მცირედი ცვლილება მაინც შეიტანო სასკოლო ოთახის გაფორმებაში.
3. დატვირთე გაკვეთილი სანახაობითი მასალით.
4. ნუ იჩქარებ ახალი მასალის ახსნისთვის, იცოდეს მოსწავლემ, რომ მთავარი ახსნილის ანალიზი და მისი შეთვისებაა.
5. შენს მიერ შეთავაზებულ ახალ მასალას წინ მოტივაცია წაუმძღვარე.
6. ეცადე, ყველა საკითხი გააშუქო მოსწავლის პროვოცირებით, სწავლების პროცესის ეს მიგნება, მოსწავლის სწავლის ინტერესის გაღრმავებას იწვევს.
7. არ დაგავიწყდეს, კრიტიკულობა ადამიანის უდიდესი მონაპოვარია.
8. გაეპრანჭე შენს მოსწავლეებს, მათ ლამაზი მასწავლებელი მოსწონთ.
9. არ დაგავიწყდეს ყოველ დილით შენს მოსწავლეს კომპლიმენტი რომ უნდა უთხრა.
10. ეცადე, რაღაცას დაჰპირდი და აუცილებლად შეუსრულე, ეს თამაში კომუნიკაბელურს ხდის მოსწავლეს.
11. დამაჯერებლად გამოიყურებოდე - მოსწავლის რწმენის აღზრდაა.
12. ხომ გახსოვს, შენ რომ შენი მოსწავლის მეგობარი ხარ.
13. დაიცავი შენი უფლებები, რათა მოსწავლემ ისწავლოს თავის უფლებების დაცვა.
14. არასოდეს მოიტყუო.
15. იყავი უშუალო, მომთხოვნი და სამართლიანი.
16. დაუმეგობრდი შენი მოსწავლეების ავტორიტეტს.
17. არასოდეს ცუდად არ დაახასიათო ცუდი ადამიანიც კი, ვიღაცის ცუდი ხასიათი ყოველთვის გაამართლე. ბავშვობის ასაკში უკეთესია იცოდეს მან, რომ ამ ქვეყანაზე ცუდი ადამიანები არ არსებობენ.
18. ეცადე, რაც შეიძლება ფერადად დაანახო სამყარო შენს მოსწავლეს.
19. იყავი ფანტაზიორი, მოსწავლე აუცილებლად მოგბაძავს.
20. შენი კოლეგიალობა - კლასის ერთსულოვნებაა.
21. ნუ შეეცდები შენს მოსწავლეებს დაანახო, რომ ყველაფერი იცი, იცოდნენ მათ, რომ შენ ყოველდღე ახალ რამეს სწავლობ, ისინი ანალიზს აუცილებლად გააკეთებენ და მიხვდებიან, რომ მთელი ცხოვრება უნდა ისწავლონ.
22. ძიების უნარი სასწავლო პროცესის გადახალისების მთავარი მომენტია, აზროვნების, გონების წრთობაა.
23. გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობის დროს გაითვალისწინე კლასის ინტერესი.
24. გამოიყენე ბუნება გაკვეთილის ჩასატარებლად, ეს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ.
25. ნუ დაგავიწყდება, განათლებაზე მთავარი ხომ მათი ჯანმრთელობაა.
26. ნუ იქნები ნიშნის წერაზე ორიენტირებული, მთავარი ხომ შენი მოსწავლის ცოდნაა.
27. კარგი იქნება, თუ შენს მოსწავლეს მასწავლებლობანას ათამაშებ გაკვეთილზე.
28. მოსწავლის მიერ გამოთქმულ მცდარ აზრს დადებითი არგუმენტები მოუნახე, მიეცი მას საშუალება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი.
29. გამოიყენე შენს გაკვეთილზე მოსწავლის მიერ გამოყენებულ რომელიმე საუკეთესო მეთოდი ან ფრაზა.
30. შეაქე სუსტი მოსწავლე ყოველ დღე, ის სულ მალე წარმატებული გახდება.
31. გაუკეთე საკუთარ თავს შეფასება და ეცადე მოსწავლემ თვითშეფასების სისტემას სისტემატიური სახე მისცეს.
32. ხომ იცი, ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ, ყველაზე ლამაზ ქმნილებას წრთვნი.
33. ყოველთვის გახსოვდეს მოსწავლე ,,ნაძვისხეა,, და შენ მის გარშემო ტრიალებ.

ის,რაც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს
პირველ რიგში,რაც ყველა მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს ეს არის ზოგადი განათლების მიზნები. რა მიზანს ემსახურება სასკოლო განათლება? ( აქ არ იგულისხმება ზოგადი განათლების კანონში, ან სასწავლო გეგმაში ჩამოწერილი დებულებების ზეპირად ცოდნა.) ეს გულისხმობს ღრმა გააზრებას იმის, თუ რისთვის არის სკოლები, რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, რა შედეგი გვინდა რომ გვქონდეს. როცა ვიცით, რას ვემსახურებით, რა შედეგის მიღება გვინდა საბოლოოდ, უფრო ადექვატურ ნაბიჯებს ვდგამთ, ვაცნობიერებთ ჩვენს როლს ამ მიზნის მიღწევის პროცეში. მაგლითად, როცა პედაგოგმა იცის, რომ განათლების ერთ-ერთი მიზანი ეკონომიკაა, და ასვე იცის რომ დღევანდელი ეკონომიკის მამოძრავებელი არის ინოვაცია, ის ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
მეორე- რასაც ყველა პედაგოგი უნდა აცნობიერებდეს არის, რომ შეცდომა ყველაზე კარგი მასწავლებელია. ადამიენები უფრო მეტს სწავლობენ შეცდომებზე ვიდრე წარმატებებზე, ამიტომ არ დატუქსოთ მოსწავლეები თუ ისინი შეცდომას დაუშვებენ. M I T – ს ადმინისტრატორი ( ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლისა აშშ-ი) ამბობს: „ჩვენი დევიზია რომ შეგვეშალოს ხშირად, ვფირობთ, რომ f ახალი A -ა“. „თუ გეშინია შეცდომის ვერასდროს მოიფიქრებ რაიმე ორიგინალურს“- კენ რობინსონი.
მესამე–ყველა მოსწავლეს განსხვავებული ტალანტი აქვს. თუ მოსწავლე რაიმე საგანს მაგალითად, მათემატიკას კარგად არ სწავლობს, არ ნიშნავს, რომ ეს მოსწავლე ზარმაცია, ან უნიჭოა და რომ ვერ მიაღწევს ვერაფერს ცხოვრებაში. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველას სხვადასხვა ტალანტი აქვს. ამ მოსწავლემ შეიძლება სპორტში მიაღწიოს წარმატებას, ან გახდეს კარგი მოცეკვავე. აქ მოვიყვან კენ რობინსონის მიერ მოთხრობილ მეხანძრის ისტორიას. ერთ -ერთი მეხანძრე იხსენებს, რომ მას ბავშვობიდან უნდოდა მეხანძრეობა, ამის გამო პედაგოგი დასცინოდა და შტერს ეძახდა. რამდენიმე კვირს წინ, როგორც მეხანძრე იხსენებს, მან ამ პედაგოგის და მისი მეუღლის სიცოცხლე გადაარჩინა.
მეოთხე- თამაში სწავლაა. პედაგოგებმა, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების, აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ მოწავლეებისთვის თამაში ისეთივე მნიშნელოვანია, როგორც სწავლა. თამაშის დროს მოსწავლეები ვარჯიშობენ და ივითერებენ უნერებს, რაც შემდომ ცხოვრებაში მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ქართველი (დ. უზნაძე) და უცხოელი მკვლევარები (კარლ გროსი) ერთხმად თანხმდებიან, ამიტომ საჭიროა მისცენ ბავშვებს შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენონ საკუთარი შესვენება.
მეხუთე -დაზეპირება არ ნიშნავს სწავლას. დღეს დაზეპირებას აღარ აქვს ღირებულება. ადრე როდესაც ცოდნის შეძენა იყო გარკვეული მასების პრივილეგია, როცა ცოტა ხალს ჰქონდა წიგნებზე წვდომა რაიმეს დაზეპირებას ჰქონდა ღირებულება. ჭკვიანად ითვლებოდა ის , ვინაც იცოდა ბევრი. დღეს ინფორმაცია და ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება რამდენიმე წუთში შეიძლება ინტერნეტთთან მიერთებული მოწყობილობით. დღეს მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასტაბით არის სულ სხვა უნარებზე. როგორიც არის მაგალითად კრიტიკული აზროვნების უნარი, ადაპტაციის უნარი, ეფექტური წერის და პრეზენტაციის უნარი, საჭირო ინფორმაციის მოპოვების და ანალიზის უნარი ცნობისმოვარეობა და წარმოდგენის უნარი. აქედან გამომდინარე ის დრო და ენერგია, რაც დაზეპირებაზე უნდა დახარჯოთ უმჯობესია გამოყენებული იყოს საჭირო უნარების განვარებაზე.
მეექვსე- ბავშვები არ სწავლობენ მათგან, ვინც არ მოსწონთ. პედაგოგისთვის მნიშველოვანია მოსწავლეებთან ჩამოაყალიბოს კარგი პიროვნული ურთიერთობები, იცნობდეს კარგად არა მარტო საგანს, რომელსაც ასწავლის, არამედ თიოთოეულ მოსწავლეს. „არ არსებობს მაღალი დონის სწავლება, ასეთივე ურთიერთობების გარეშე“ რიტა პიერსონი .
მეშვიდე – ცუდი შეკითხვა არ არსებობს. პედაგოგებს მუდმივად უნდა ახსოვდეთ, ის რომ მოსწავლეს ყველა შეკითხვას გულისყურით მოეკიდნონ და უპასუხონ, უფრო მეტიც, ასწავლონ მათ შეკითხვების დასმა ყველაფერზე, განუვითარონ მათ კითხვის დასმის კულტურა „ასწავლეთ თქვენს მოსწავლეებს არამარტო კითხვა, არამედ შეკითხვის დასმა, იმაზე რასაც წაიკითხავენ. ასწავლეთ შეკითხვების დასმა ყველაფერზე.” ჯორჯ ქარლინი
მერვე- აუცილებლად იყავით სამართლიანი. ყველა პედაგოგმა უნდა იცოდეს, რომ მოსწვლეებთან ურთიერთობაში უნდა იყვნენ აუცილებლად სამართლიანები. არ განასხვაონ მოსწვლეები ერთმანეთისგან, რადგან სკოლას აკისრია არა მარტო ცოდნის გადაცემის, არამედ აღზრდის ფუნქციაც. „სწორი აღზრდისთვის მნიშვნელოვანია ბავშვი გრძნობდეს, რომ თქვენ სამართლიანი ხართ“ დედა ტერეზა.
მეცხრე- ის, რომ ტექნოლგიას კი არ უნდა შეეწინააღმდეგონ, უნდა გამოიყენონ საგაკვეთილო პროცესში.
მეათე -მოსწავლეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიაყენონ შეურაცხყოფა სიტყვიერი ან ფიზიკური. „ბავშვს არასოდეს მიაყენოთ შეურაცხყოფა თქვენ მას მეხსიერებში დაუტოვებთ სიძულვილს“ დედა ტერეზა.
მეთერთმეტე -დართეთ ნება მოსწავლეებს, რომ ასწავლონ ერთმანეთს. მოსწავლებს უყვართ საკუთარი თავის გამოხატვა, ყველაზე კარგად სწავლობენ კეთების დროს, ამიტომ საგაკვეთილო პროცესის დროს, რაც შეიძლება დიდი დრო მიეცით მათ თავიანთი მოსაზრებების გამოთქმისთვის. „ბავშვები არიან ბუნებრივი მსწავლელები, ამიტომ კარგი პედაგოგის როლია გაუღვიძოს მათ ცნობისმოყვარეობა და შემდეგ გვერდზე გადგეს“ კენ რობინსონი.
მეთორმეტე- იყავით მაგალითის მიმცემი. „აღზარდეთ ბავშვები ისე, რომ მისცეთ უნაკლო მაგალითი, მათ არ უყვართ დარიგებები, ნოტაციები. მათ სურთ დაინახონ თქვენი საქციელი და არა უბრალოდ მოისმინონ სიტყვები“ დედა ტერეზა.
მეცამეტე- რაც უნდა გაითვალისწინონ არის ის, რომ უნდა იყვნენ ყოველთვის მოწესრიგებულნი და შესაბამისად ჩაცმულნი, რადგან მოსწავლეები დიდი ყურადღრებას აქცევენ ყველა დეტალს.
მეთოთხმეტე- რომ პედაგოგებს არ უნდა ეშინოდეთ სიახლეების: ახლი უნარის, ცონის შეძენის, ინფორმაციის ან პრაქტიკის გაზიარების. მუდმიცად უნდა იკვლევდნენ, იძიებდნენ ახალ რესურსებს და იყვნენ ადაპტურები, რადგან „როცა სწავლას შეწყვეტ სიკვდილს დაიწყებ“ აინშტაინი
Комментариев нет:
Отправить комментарий